ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლის ბორის სილევიჩის განცხადებით, ის, რომ აღნიშულ საკითხზე საქართველოში მსჯელობა მიმდინარეობს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯია.
როგორც სილევიჩმა „რედისონში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან ამ თემის განხილვას თბილისში ვიზიტისას საკმარისი ყურადღება დაუთმო და ეს საკითხი წამოიჭრა როგორც შსს-ში, ასევე ომბუდსმენთან შეხვედრაზე.
„ეს საკმაოდ რთული საკითხია. ვერ ვიტყოდი რომ 2 გასაღების პრინციპი საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტია. არსებობს სხვა გადაწყვეტილებებიც, სამწუხაროდ, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, რადგან სრული თარგმანი არ მიგვიღია, მაგრამ მთავარი პრინციპი საკმაოდ გასაგებია და თავად ის ფაქტი, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით“, - განაცხადა სილევიჩმა.
მისივე თქმით, ეს არის ტიპიური პრობლემა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც არსებობს.