დოლარის დეფიციტი, თბილისის გარდა, რეგიონებშიც ფიქსირდება. რუსთავში სავალუტო ჯიხურებში დოლარის დეფიციტია, რის გამოც დოლარი ლიმიტირებულად იყიდება.
კოსტავას გამზირზე არსებულ ვალუტის გადამცვლელ რამდენიმე პუნქტსა და ერთ-ერთ მიკროსაფინასო ორგანიზაციაში დოლარის ყიდვა 2,05 ლარად არის შესაძლებელი.
ამასთანავე, მოლარეები აცხადებენ, რომ დოლარს ლიმიტირებულად ყიდიან, თუმცა ლიმიტის ოდენობას არ აკონკრეტებენ.
ლარი დოლართან მიმართებაში დღეს კიდევ 6 პუნქტით გაუფასურდა. კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენის ფასმა 2 ლარს გადააჭარბა.