გიორგი ქადაგიძე ლარის გაუფასურების მიზეზებად როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებს ასახელებს

გიორგი ქადაგიძე ლარის გაუფასურების მიზეზებად როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებს ასახელებს

გიორგი ქადაგიძე ლარის გაუფასურების მიზეზებად როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებს ასახელებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის გაუფასურების მიზეზებად როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებს ასახელებს.

"ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აქვს როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებით გამოწვეული მიზეზები. ბოლო 7 წლის განმავლობაში ისტორიულად გამყარებულ დოლართან ერთად ადგილზე გვაქვს შიდა სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების შესუსტება. ამავე დროს, ჩვენი გათვლებით, ეს დისბალანსი უკვე აღმოფხვრილია და უკვე ასახულია ლარის გაცვლით კურსში. რაც შეეხება იმ პროცესებს, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში, ის დიდწილად გამოწვეულია ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟური ქცევით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამ დროს ფინანსური ბაზრებისთვის", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, ბაზრის ის მონაწილეები და მოქალაქეები, რომლებიც იღებენ ან მიიღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებებს კონვერტაციასთან დაკავშირებით, როგორც წესი, ყოველთვის ზარალდებიან.

"ყველა გაუფასურებას მოსდევს გამყარება, ამიტომ ბაზრის ის მონაწილეები და მოქალაქეები, რომლებიც იღებენ ან მიიღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებებს კონვერტაციასთან დაკავშირებით, როგორც წესი, ყოველთვის ზარალდებიან", - აღნიშნა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მათი მთავარი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. "როგორც წესი, ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ კომენტარს მოკლევადიანი ვალუტის ინფლაციის დროს, ვინაიდან სახეზეა მნიშვნელოვნად გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინები", - აღნიშნა მან.