"პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ასეთი ტიპის გადაადგილებები სიტუაციას გააცოცხლებდა"

ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს. მისი შეფასებით, მსგავსი სახის ცვლილებები ცუდი არ არის.

"გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რის წინაშეც ქვეყანა დგას, ბუნებრივია მსგავსი ტიპის გადაადგილებები. ჩათვალა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომ ასეთი ტიპის გადაადგილებები ამ ეტაპზე იმ მთავარ პრობლემებს, რაც შეეხება პრეტენზიებს იგივე ხელისუფლების მუშაობის ეფექტურობასთან დაკავშირებით, პარტიული სტრუქტურების მშენებლობას მომავალი არჩევნების წინ და ა.შ ასეთი ტიპის გადაადგილებები გარკვეულწილად გააცოცხლებდა სიტუაციას, ეს თავისთავად ცუდი არ არის",-განაცხადა ხუხაშვილმა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.