აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელჩი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაურს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძესა და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე ნინო ლომჯარიას შეხვდა.
საელჩოს ინფორმაციით, ელჩი სამოქალაქო საზოგადოების როლს მიესალმება.
"უკანონო თვალთვალისაგან დაცვის თემაზე პარლამენტში ახლახან გამართული დებატებისას, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთელ რეგიონს მნიშვნელოვანი საკითხების კონსტრუქტიულად განხილვის მაგალითი უჩვენეს",-ნათქვამია ინფორმაციაში.