ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ 6 პუნქტით გაუფასურდა. დოლართან მიმართებაში ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წუთის წინ დაადგინა. ახალი კურსის მიხედვით, 1 დოლარის შეძენა 1.9527 ლარი ღირს.
ეროვნული ბანკის გუშინდელი ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.89 ლარი იყო, თუმცა კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენის ფასმა 2 ლარს გადააჭარბა.