დავით უსუფაშვილი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

დავით უსუფაშვილი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დავით უსუფაშვილმა ამერიკელ დიპლომატთან ქვეყანაში და მის გარეთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საკანონმდებლო ორგანოს მიერ ბოლო დროს მიღებულ ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ კანონთა პაკეტს და იმ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლის მიღებასაც პარლამენტი წლის ბოლომდე გეგმავს.

"შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას საქართველოს გეოპოლიტიკური გამოწვევები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა. ორმხრივი შეხვედრის გამართვა საშობაო არდადეგების მოახლოებას უკავშირდებოდა", - აცხადებენ საკანონმდებლო ორგანოში.