„ გამოსავალია,ივანიშვილმა უფრო ღიად ილაპარაკოს და თქვას, რომ მას რეალურად აქვს გავლენა პოლიტიკაზე“

„ გამოსავალია,ივანიშვილმა უფრო ღიად ილაპარაკოს და თქვას, რომ მას რეალურად აქვს გავლენა პოლიტიკაზე“

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არ უნდა უარყოს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია.

ამის შესახებ მარგველაშვილმა პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე  შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენთან ხანგრძლივი დაპირისპირება იყო სააკაშვილსა და ოპოზიციას შორის მისი პოლიტიკის გამო. შემდეგ გამოჩნდა კაცი, რომელმაც ყველა ეს ჯგუფი ერთიან ფრონტად ჩამოაყალიბა, ამის მერე იყო არჩევნები და ჩვენი უპირატესობა. მან ერთი წლის შემდეგ დატოვა პოსტი და დაიწყო მოქმედება, როგორც კერძო პირმა.  მის ჩართულობას და შეფასებას დიდი გავლენა აქვს. როგორ შეიძლება ჩამოვართვათ უფლება მოქალაქეს, რომელსაც ცუდი არაფერი გაუკეთებია თუნდაც ერთი სიტყვა თქვას პოლიტიკაზე. გამოსავალი არის ის, რომ ივანიშვილმა უფრო ღიად ილაპარაკოს და თქვას, რომ მას რეალურად აქვს გავლენა პოლიტიკაზე და არ უარყოს, რომ ის არ არის ჩართული ამ პროცესებში“,-განაცხადა მარგველაშვილმა