რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობები სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთობებია

რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობები სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთობებია

რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობები სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთობებია, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე ვითარდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბაზელში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ "იტარ-ტასი" ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რაც შეეხება რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას, ამ დოკუმენტს არაფერი აქვს საერთო ჟენევის მოლაპარაკებებთან.

"ის შეთანხმებები, რომელსაც აფხაზეთთან მოვაწერეთ ხელი, მათ შორის საზღვრის ერთობლივ დაცვასა და სამხედრო ბაზის შეთანხმებაზე, რეალურად ზრდის აფხაზეთის უსაფრთხოებას", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, "რუსთავი 2"-ის მიერ საქართველო-რუსეთი-სომხეთის რკინიგზასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ პროექტში მონაწილეობა ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს და რუსეთი მზად არის ამ პროექტისთვის.