ტყემალაძის აზრით, ლარის კურსის

ტყემალაძის აზრით, ლარის კურსის "ვარდნასთან" დაკავშირებით ზომები დაუყონებლივ უნდა იქნას მიღებული

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის, ზურაბ ტყემალაძის აზრით, ლარის კურსის "ვარდნასთან" დაკავშირებით ზომები დაუყონებლივ უნდა იქნას მიღებული.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხზე მთავრობამ გადაწყვეტილებები დროულად უნდა მიიღოს.

"ლარის კურსის შესუსტებას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. სამწუხაროდ, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, იმ მექანიზმების გამოყენება უნდა მოხდეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს აქვთ. დაუყონებლივ უნდა მიიღონ ზომები. იმედი მაქვს, აღნიშნულ თემაზე იქნება მთავრობის სხდომა, სადაც გადამჭრელ ზომებს მიიღებენ. არ მგონია, რომ გაგრძელდება მატება - რაც ახლა არის, იმის გამოსწორება უნდა მოხდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ტყემალაძემ.