რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბაზელში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.
"სამყაროში არაფერია შეუძლებელი. ჩემი აზრით, პრეზიდენტმა პუტინმა უკვე გასცა ამ შეკითხვას პასუხი, როცა თქვა, რომ თუ საჭიროება და შეხვედრისადმი ინტერესი იქნება, ყოველთვის მოიძებნება შესაძლებლობა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.