კიევის მიერ საქართველოზე დადებული ფსონი პუტინისთვის სახეში შეფურთხებაა

კიევის მიერ საქართველოზე დადებული ფსონი პუტინისთვის სახეში შეფურთხებაა

კიევის მიერ საქართველოზე დადებული ფსონი პუტინისთვის სახეში შეფურთხებაა. ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა, სოციოლოგიური სამსახურის "უკრაინული ბარომეტრის" დირექტორმა ვიქტორ ნებოჟენკომ Georgian Journal-თან საუბრისას განაცხადა.

უკრაინელი პოლიტოლოგის თქმით, პეტრო პოროშენკოს მიერ ალექსანდრე კვიტაშვილის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა რუსეთის პრეზიდენტის პირადი შეურაცხყოფაა.

"პუტინს ძალიან არ სიამოვნებს უკრაინის ქართველებთან მეგობრობა, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვერ იტანს ამ უკანასკნელთ ისევე, როგორც უკრაინელებსა და ბალტიისპირელებს. გარდა ამისა, ითამაშა სტერეოტიპულმა შიშმა - დღეს თუ ქართველი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში გამოჩნდა, ხვალ ის კრემლამდეც მივა. პოროშენკოსთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნიდან მიიწვევს ექსპერტებს. მისთვის მთავარი დიპლომატიური წარმატებაა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოსკოვი უკრაინას თავისი გავლენის ზონად მიიჩნევს და მაღალანაზღაურებადი მინისტრების მთავარ თანამდებობებზე დანიშვა - კრემლისთვის ღიად შეფურთხებაა", - განუცხადა ვიქტორ ნებოჟენკომ გეორგიან ჟურნალ-ს.