საკანონმდებლო ორგანო რუსეთს მოუწოდებს, გამოიყვანოს სამხედრო ძალები და ტექნიკა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს სეპარატისტული ძალებისათვის მხარდაჭერის გაწევა
"გმობს რა ცალსახად რუსეთის ფედერაციის მოქმედებებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, რომელიც ატარებს აგრესიის პოლიტიკას მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური დომინირების მიზნით;
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ უპასუხა ამ პოლიტიკას აშკარად ანტიამერიკული რიტორიკითა და მოქმედებებით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების (უკრაინისა და საქართველოს ჩათვლით) წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიით;
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოში განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, განაგრძობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში სამხედრო ბაზების განთავსებას და ატარებს ზომებს რუსეთის ფედერაციაში ამ რეგიონების ეტაპობრივი ინტეგრაციის მიზნით;
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ და სამხედრო ზეწოლას, ეკონომიკურ იძულებას და აგრესიის სხვა ფორმების გამოყენებას, რათა დააწესოს თავისი კონტროლი ქვეყანაზე და ხელი შეუშალოს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან;
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს თავისი ენერგორესურსების მარაგის გამოყენებას, როგორც უკარაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური იძულების ბერკეტს;
იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის ინიციატივებს, რათა რუსეთის ფედერაციას არ მიეცეს საშუალება, გამოიყენოს თავისი ენერგომომარაგება პოლიტიკური და ეკონომიკური იძულებისათვის (ეს ინიციატივები მოიცავს ენერგორესურსების ადგილობრივი წყაროების განვითარებას, ეფექტიანობის (ეკონომიურობის) გაზრდასა და რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლებას სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი იმპორტით);
შესაბამისად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა:
(2) ადასტურებს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების უფლებას, გამოიყენონ სუვერენიტეტის უფლება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გარე ძალების ჩარევის გარეშე და გაატარონ თავიანთი საგარეო პოლიტიკა იმის შესაბამისად, რაც მათი აზრით, საუკეთესოდ ემსახურება მოსახლეობის ინტერესებს;
(3) გმობს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო აგრესიას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ, ასევე ამ ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას რუსეთის მიერ;
(7) მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გამოიყვანოს სამხედრო ძალები და ტექნიკა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს სეპარატისტული ძალებისათვის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის გაწევა", - აღნიშნულია რეზოლუციაში.
https://www.congress.gov/113/bills/hres758/BILLS-113hres758ih.pdf