სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დავით სუჯაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი მდივანი მინდია ჯანელიძე თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
"მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, ვაკანტური იყო სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობა. ამ პოზიციას დაიკავებს დავით სუჯაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
საკადრო ცვლილებები სახელმწიფო სამსახურში ბუნებრივი პროცესია", - აღნიშნავენ პრემიერის პრესსამსახურში.