ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ რომან ჩხენკელმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ჩხენკელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
რომან ჩხენკელს, საქართველოს პრემიერის თანაშემწის გარდა, ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაც ეკავა.