საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნობიდან ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომა მის სახელმწიფო სამსახურში დაბრუნებას უკავშირდებოდეს.
როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანყარაშვილი გადაწყვეტილების მიზეზებზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს და მხოლოდ ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მან თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში დაიკავოს.
სესიაშვილი ფაქტის შეფასებისგან ამ დროისთვის თავს იკავებს.