საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით დაინტერესდნენ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა პარლამენტში ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობით, კომპოზიციით და იმ კონკრეტული საკითხებით, რაც კომისიის ფარგლებში განიხილება.
"საუბარი იმ საკითხებს შეეხო, რომელზეც ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა სამუშაო ჯგუფების მიხედვით. ჩვენ კომიტეტის წევრებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ კონკრეტულ თემებზე, რაზეც სამუშაო ჯგუფები მუშაობენ", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვერენჩხილაძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მისივე ცნობით, მონიტორინგის კომიტეტის წევრების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება მიმდინარეობს თუ არა კომისიის ფარგლებში საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე მუშაობა.