დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ვიცე სპიკერის პოსტზე ჯერ კონკრეტული კანდიდატურა არ განიხილება

დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ვიცე სპიკერის პოსტზე ჯერ კონკრეტული კანდიდატურა არ განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან ზურაბ აბაშიძის გაწვევისა და უმრავლესობის კვოტოთ ახალი ვიცე-სპიკერის დასახელების საკითხს კიდევ ერთხელ დასვამს.

როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობამ ამ თვალსაზრისით პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

აღნიშნულ თემაზე საუბრისას საგანელიძე იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ვიცე-სპიკერობა დეპუტატ ნანა ყეინიშვილს სურს. საგანელიძის თქმით, სადღეისოდ არც ერთი კანდიდატურა განხილვის საგანი არ ყიფოლა.

"ნანა ყეინიშვილი, ისევე როგორც უმრავლესობის ნებისმიერი წევრი შეიძლება განხილული იყოს უმრავლესობის ვიცე-სპიკერის პოსტზე, მაგრამ არც ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე საუბარი არ ყოფილა, მათ შორის არც ყეინიშვილის კანდიდატურაზე", - განუცხადა ჟურნალისტებს საგანელიძემ.