საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ლარის კურსის ვარდნაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოლარის კურსი ყველა ქვეყანაში გამყარდა, რამაც გავლენა ლარზეც იქონია.
"რასაც ვხედავ, საგანგაშო ნამდვილად არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ხდება კურსის დევალვაცია, რაც მიბმულია პროცესებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო ხდება. დოლარის კურსი ყველა ქვეყანაში გამყარდა და ამან, ბუნებრივია, ლარზე თავის გავლენა იქონია. იმედი მაქვს, კურსი არ "გაიქცევა", მაგრამ რადგან სახიფათო ზღვარს მიაღწია, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრევენციები უფრო მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს", - აცხადებს საგანელიძე.