საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"განვითარებულ საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს და იგი პატივისცემასა და თანადგომაზეა დაფუძნებული. სახელმწიფო ვალდებულია ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა თავი დაცულად და რეალიზებულად იგრძნონ.
ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ცხოვრების ისეთი პირობები, როგორც ეს პროგრესულ საზოგადოებას, ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება. მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას", - აღნიშნულია განცხადებაში.