უმრავლესობაში არ უარყოფენ, რომ უკრაინასა და კიდევ რამდენიმე ქვეყნაში ელჩების შეცვლის საკითხი განიხილება

უმრავლესობაში არ უარყოფენ, რომ უკრაინასა და კიდევ რამდენიმე ქვეყნაში ელჩების შეცვლის საკითხი განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობაში არ უარყოფენ, რომ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მიხეილ უკლებას შეცვლის საკითხი დღის წესრიგში დგას.

როგორც "ინტერპრენიუსს" საპარლამენტო უმრავლესობაში უთხრა, "აღნიშნულ თემაზე საუბარი ნამდვილად მიდის, პირველ რიგში უკრაინასთან მიმართებით არსებული შედეგებიდან გამომდინარე". საუბარი სხვა ელჩების შეცვლაზეც მიმდინარეობს.

სხვა დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა საპარლამენტო უმრაველსობაში დაზუსტებით ამბობენ, რომ ზვიად ჯანყარაშვილის უკრაინაში ელჩად გაშვების საკითხი არ განიხილება.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა უკრაინაში საქართველოს ელჩის, მიხეილ უკლებას "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ზვიად ჯანყარაშვილით შეცვლის შესაძლებლობა უარყო.

როგორც ბრიუსელში მყოფმა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და მიხეილ უკლება მუშაობას აგრძელებს.