პარლამენტში დღეს

პარლამენტში დღეს "ნაციონალების" მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე იმსჯელებენ

პარლამენტში დღეს რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე უნდა იმსჯელონ.

უმცირესობის წევრებმა დღეს, ბიუროს სხდომაზე რამდენჯერმე მოითხოვეს საკითხის პლენარული სხდომის დასაწყისშივე განხილვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინა.

როგორც ბიუროზე დავით უსუფაშვილმა განმარტა, პლენარულ სხდომაზე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიცაა განსახილველი. უსუფაშვილის მსგავს გადაწყვეტილებას ბიუროს სხდომაზევე უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი გამოეხმაურა. მისი გამარტებით, უმცირესობას სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კითხვის დასმის შესაძლებლობა არ ექნება იმ მოტივით, რომ უბრალოდ რეზოლუციის პროექტის განსახილველად დრო დაზოგოს.

უმცირესობის წევრის განცხადებამ პარლამენტის თავმჯდომარის გაღიაზიანება გამოიწვია. მან გოგორშვილს შეახსენა, რომ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით მასთან მსჯელობა გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და მის მიერ შეთავაზებულ ვარიანტებზე უმცირესობამ უარი განაცხადა.

"თქვენ პირზე ხელი ააფარეთ ბარამიძეს და იმ წინადადებაზე თანხმობის უფლება არ მიეცით, რომელსაც გთავაზობდით. ამიტომ ახლა მსჯლეობა გაიმართება ისე, როგორც რეგლამენტი ითვალისწინებს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმ.