ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, სავარაუდოდ, დღეს გადაეგზავნება. დღესვე გახდება ცნობილი მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს პრეზიდენტი.
პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტს მხარი 73 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი პარლამენტის 30 წევრი წავიდა. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ თინა ხიდაშელს და "თავისუფალ-დემოკრატებს".
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება შსს-ს რჩება, თუმცა, ამოქმედდება ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.