პოროშენკომ მაიდნის მოვლენების დროს დაღუპულ ორ ქართველს სიკვდილის შემდეგ ჯილდოები მიანიჭა

პოროშენკომ მაიდნის მოვლენების დროს დაღუპულ ორ ქართველს სიკვდილის შემდეგ ჯილდოები მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მაიდნის მოვლენების დროს დაღუპული ორი ქართველი – ზურაბ ხურცია და დავით ყიფიანი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ "ზეციური ასეულის გმირების" ორდენით სულ სამი უცხოელი დააჯილდოვა, მათ შორის ორი ქართველია. პოროშენკომ ასევე სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა ბელორუსის მოქალაქე მიხეილ ჟიზნევსკი, ორდენი კი დაღუპულის მშობლებს გადასცა.

პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ "ზეციური ასეულის გმირების ორდენი" სპეციალურად იქნა შემოღებული ღირსების რევოლუციის დაღუპული გმირების დასაჯილდოვებლად.