უკრაინის უმაღლეს რადაში დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა, რომელიც უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში წევრობის შეწყვეტას და დსთ-ს ორგანოების მუშაობაში მონაწილეობის შეწყვეტას ითვალისწინებს. ამის შესახებ "უნიანი" რადას ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად იუწყება.
ამ დროისთვის დოკუმენტის ტექსტი არ არის გამოქვეყნებული. პროექტის ინიციატორია რადას ათი დეპუტატი ფრაქციებიდან - "ბატკივშინა", "პეტრო პოროშენკოს ბლოკი", "სახალხო ფრონტი" და უფრაქციო დეპუტატები.
უკრაინის დსთ-დან გასვლის შესახებ რეზოლუცია უკრაინის რადაში ადრეც დარეგისტრირდა, თუმცა, მას მხარდაჭერა არ მოჰყოლია.