ანატოლი ბიბილოვი - ცხინვალსა და მოსკოვს შორის აფხაზეთის მსგავსი შეთანხმება მომავალი წლის დასაწყისში გაფორმდება

ანატოლი ბიბილოვი - ცხინვალსა და მოსკოვს შორის აფხაზეთის მსგავსი შეთანხმება მომავალი წლის დასაწყისში გაფორმდება

 რუსეთმა და ოკუპირებულმა ე.წ. სამხრეთ ოსეთმა "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. შეთანხმება, შესაძლოა, 2015 წლის დასაწყისში გააფორმონ. ამასთან, დოკუმენტს ინტეგრაციული ხასიათი ექნება. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" ცხინვალის რეჟიმის დეფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვმა განუცხადა.

"შეთანხმება მომზადდება და ხელი მოეწერება. ამასთან, მას ექნება გაცილებით ინტეგრაციული ხასიათი რუსეთის მიმართულებით. დოკუმენტი მუშავდება და მომავალი წლის დასაწყისში, სრულიად შესაძლებელია, რომ ხელი მოეწეროს", - აღნიშნა ბიბილოვმა. 

"მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ" ე.წ. შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ ხელისუფლებას შორის 24 ნოემბერს სოჭში გაფორმდა.