ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პირადი ცხოვრება, ეს არ არის აბსოლუტური უფლება, ისევე, როგორც სიცოცხლის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია მათი შეზღუდვა კანონით, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთა, სადაც დღეს დილიდან მსჯელობის საგანი ფარული მოსმენების ე.წ. გასაღებზე ბესელია-ფოფახაძე სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტია.
მისი თქმით, ამ კანონში სწორედ ეს არის გაწერილი ძალიან განჭვრეტადად, ძალიან მკაფიოდ და ცხადად. როგორც კობახიძემ აღნიშნა, უფრო ლოგიკურია, უფრო თანაზომიერია და ბალანსის შემცველია სწორედ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონოპროექტი.
"იმედი მაქვს, უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში მინიმუმ ის ფრაქციები, რომლებიც ერთნი ვართ ამ აზრზე, მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონპროექტს", -განაცხადა კობახიძემ.