დავით ბაქრაძემ აფხაზეთის მიერ რუსეთთან ე.წ.შეთანხმების მხარდაჭერაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა

დავით ბაქრაძემ აფხაზეთის მიერ რუსეთთან ე.წ.შეთანხმების მხარდაჭერაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძემ აფხაზეთის მიერ რუსეთთან "სტრატეგიული პარტნიორების შესახებ" შეთანხმების მხარდაჭერაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დავით ბაქრაძეს ჟურნალისტებმა კითხვა ბათუმში დაუსვეს, სადაც "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის" შეხვედრა მიმდინარეობს. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ თემაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებს საკითხთან დაკავშირებით.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა სამინისტროებთან შეთანხმებული რუსეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორების შესახებ შეთანხმების ვარიანტს მხარი დაუჭირა და გადაწყვეტილება მიიღო, რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართოს, დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

დე ფაქტო მთავრობის მიერ გუშინ მხარდაჭერილი შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებისა და საბაჟო და უშიშროების სამსახურებთან.