რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებას ნატო-ში რეალობას მოწყვეტილი უწოდეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებას ნატო-ში რეალობას მოწყვეტილი უწოდეს

ნატოში გაკვირვებულები არიან რუსეთის მოთხოვნასთან დაკავშირებით, უკრაინის ალიანსთან არმიერთების გარანტიების მოთხოვნის შესახებ. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა.

ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ლუნგესკუმ აღნიშნა, რომ უკრაინამ 2010 წელს მიიღო გადაწყვეტილება, ბლოკის მიღმა დარჩენის შესახებ და მას შემდეგ პოზიცია არ შეუცვლია.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა "ბი-ბი-სისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს 100 პროცენტიანი გარანტია სჭირდება იმისა, რომ არც ერთი ქვეყანა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არ ფიქრობს. ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის ეს განცხადება რეალობისგან მოწყვეტილია.