ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი მუშაობას შეუდგა

ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი მუშაობას შეუდგა

ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი მუშაობას შეუდგა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახში შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად დეპუტატები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მუშაობენ.

განხილვის მთავარი საგანია მოსმენების გასაღების სამი ვარიანტი, სამი კანონპროექტი, რომელთაგან ერთ-ერთი დეპუტატებს გედევან ფოფხაძეს, ეკა ბესელიასა და ირაკლი სესიაშვილს ეკუთვნის. მეორე პროექტი მომზადებული აქვს ვახტანგ ხმალაძეს და ასევე არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პარლამენეტისათავის შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადებაც.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კახა კოჟორიძემ და ეკა გიგაურმა განუცხადეს, თავად მხარს უჭერენ მათ მიერვე მომზადებულ პროექტს, რომლის მიხედვითაც ფარული მოსმენებისას უნდა იყოს ორგასაღებიანი სისტემა, რომლის ფარგლებშიც ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, ხოლო მეორე მობილურ პროვაიდერ კომპანიებს. მათი შეფასებით, ამ თვალსაზრისით გათვალისწინებული უნდა იყოს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკა და არც ერთ შემთხვევაში ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა დარჩეს.