მომავალი აჩვენებს, ვასრულებ თუ არა ვინმეს დაკვეთას

მომავალი აჩვენებს, ვასრულებ თუ არა ვინმეს დაკვეთას

მომავალი აჩვენებს, ვასრულებ თუ არა ვინმეს დაკვეთას, - ასე პასუხობს გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია "ნაციონალურ მოძარობის" წარმომადგენლის , გივი თარგმაძის შეფასებას, რომ თანამდებობის შესანარჩუნებლად თორდია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს.

როგორც თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იაფფასიან შეფასებაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, აღნიშნული შეფსებების საწინააღმდეგოს კი საქმით დაამტკიცებს.

"რაც შეეხება თანამდებობას, გენერალურ აუდიტორს არ ნიშნავს აღამსრულებელი ხელისუფლება, შესაბამისად მე არ ვარ დამოკიდებული ხელისუფლების ცვლილებაზე. რატომღაც აღქმული ვარ "ოცნების" მხარედ, "ოცნების" პარტიის მხრიდან კი - "ნაციონალების მხარედ". არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას. მსგავსი ტიპის შეფასებები ნამდვილად არ მსიამოვნებს, თუმცა საზოგადოებას მომავალი აჩვენებს, ვასრულებ თუ არა ვინმეს დაკვეთას, იქნება თუ არა რომელიმე სამინისტროში დანაშაულის აღმოჩენის შემთხვევაში გამოყენებული პრინციპი, რომ ვინმეს ხელი დავაფარო. სიმართლეს მხოლოდ საქმით დავამტკიცებ. არ ვაპირებ იაფფსაიან შეფასებებზე კომენტარის გაკეთებას", - განაცხადა თორდიამ.

გენერალური აუდიტორი უწყების მუშაობისადმი კრიტიკულად განწყობილებს შეახსენებს, რომ აუდიტის სამსახურის ფუნქციაა, სახელმწიფო უწყებებში ფინანსური საქმიანობის ნაწილში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს.

"მე ვმუშაობ ისეთ სამსახურში, რომელიც შესაძლოა, უსიამოვნო დასკვნებს დებდეს, როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლებს მისამართით, მაგრამ აუდიტის სამსახურის ფუქციაა, რეაგირება მოახდინოს ფინანსურ ნაწილში დაფიქსირებულ დარღვევებზე. მართალია, წინა ხელისუფლებამ ამირჩია ამ თანამდებობაზე, მაგრამ სამსახურის სპეფიციპკიდან გამომდინარე, შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ დარღვევებს, თუკი მას ამა თუ იმ სამინისტროში ჰქონია ადგილი. ეს იწვევს ჩვენი სამსაუხრის მისამართით კონკრეტული პირების პასუსხიმგებლობის დაყენებას", - განაცხადა თორდიამ.

ლაში თორდია ”ნაციონალური მოძღაობის” ფრაქციის წევრი იყო და მთავარ აუდიტორად ხელისუფლების შეცვლამდე დაინიშნა. დღეს გივი თარგამაძე განაცხადა, რომ თორდია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს.