„ფორესი“  - კადრის შერჩევის ობიექტური ინსტრუმენტი -  HR ფორუმის შეფასება

„ფორესი“ - კადრის შერჩევის ობიექტური ინსტრუმენტი - HR ფორუმის შეფასება

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“„ უნარების განვითარების და შეფასების ცენტრის“ ორგანიზებით, HR ფორუმი გაიმართა. ფორუმში 25-მდე კერძო ორგანიზაციისა და სახელმწიფო დაწესებულების HRმენეჯერი მონაწილეობდა.

ფორუმის მიზანს HR მენეჯერების მიერ დასაქმების, სამუშაოს შეფასების და კადრების დაქირავების პროცესში ტესტირების დანერგვა/გამოყენების პრობლემატიკის განხილვა და მიმდინარე პრაქტიკის ერთმანეთისათვის გაზიარება წარმოადგენდა.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ „ბანკი რესპუბლიკა“-ს წარმომადგენელი, HR პარტნიორი, თეონა სამსონაძე; Easy Recruitment LLC დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ირაკლი დადიანი; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატის და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების უფროსი, ნინო ბერუაშვილი; საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური დასაქმების დეპარტამენტის უფროსი, სერგო ნოზაძე; უნარების განვითარების და შეფასების ცენტრის ახალი ინოვაციური პროდუქტის - 4S პროექტის მენეჯერი, მელანო სირბილაძე;

მომხსენებლების თემების ირგვლივ გაიმართა საინტერესო და აქტიური დისკუსია. დასკვნით ნაწილში, 4S პროექტის მენეჯერმა, მელანო სირბილაძემ ისაუბრა 4S (ფორესი) ტესტის შექმნის მიზეზებზე, მის უპირატესობებზე სხვა ტესტებთან მიმართებაში, მეთოდოლოგიაზე და ნორმებზე რომელთა საფუძველზეც მოხდა ტესტის სტრუქტურირება. ფორუმზე დამსწრეებმა ასევე განიხილეს 4S (ფორესი) ტესტის დაქირავების/დაწინაურების პროცესში გამოყენების და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

ირაკლი დადიანი, “Easy Recruitment LLC”-ის დამფუძნებელი:„ძალიან საინტერესო და კარგად მომზადებული იყო ფორუმი. ამასთან, თემები კარგად შერჩეული, რაც დღეს არსებულ პრობლემებს ეხმიანობოდა.“

თეონა სამსონაძე,HR Business Partner, ბანკი რესპუბლიკა:“ბაზარზე არ არსებობდა ამ სახის პროდუქტი - კადრის შერჩევის ობიექტური ინსტურმენტი. ძალიან მოხარული ვარ რომ დღეს ფორესი არსებობს. მივესალმები ამ ინიციატივას“.

სერგი ნოზაძე,სტუდენტური და საქმების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს უნივერსიტეტი:„ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, იმისათვის რომ მოხდეს მოსაზრების გაზიარება ჩვენს სფეროში და  იმ პრობლემების წამოჭრა, რომელიც არსებობს. ასევე გადაჭრის გზების ძიება, რომელიც ასევე ერთიანად უნდა მოვახდინოთ. ზოგადად, ფორესის ტესტი ძალიან კარგი ინიციატივაა. ეს არის გამჭვირვალე შემოთავაზება, რაც გამოადგებათ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს კადრის შერჩევისას. ასეთი სახის ინსტრუმენტი ჯერ არავის შემოუთავზებია. ეს ხელს შეუწყობს ეიჩარებში ტესტური მეთოდოლოგიის კულტურის დანერგვას, კადრის შერჩევისას,“.

ნინო ბერუაშვილი, პრეზიდენტის აპარატი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების უფროსი, საქართველოს ეროვნული ბანკი:„ფორუმი ძალიან საიტნერესო იყო. საზოგადეობისთვის აუცილებელი და საჭირო იყო ამ სახის ტესტის შეთავაზება, რომელიც ობიექტური მეთოდებით გადაჭრიდა დღეს არსებულ პრობლემებს კადრის შერჩევისას, რაც საკმაოდ სუბიექტურ სახეს იღებდა გასაუბრების დროს“.

გიორგი ჩხეიძე, GAAM, ჯორჯიან მანგანეზი, HR განვითარების მენჯერი:„ძალიან მოხვარული ვარ რომ ფორესი შეიქმნა. ეს არის ღია რესურსი, რომ ყველა ჩვენგანმა გამოვიყენოთ კადრის შერჩევისას“.

უნარების განვითარების და შეფასების ცენტრი მომავალშიც აპირებს ამ საინტერესო და ახალი ინიციატივის გაგრძელებას, რაც გულისხმობს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე HR მენეჯერების შეხვედრებს და მათ შორის ინტერაქციის ხელშეწყობას. ცენტრის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ბაზარზე ახალი და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად დასაქმების ბაზრის განვითარებას და კვალიფიციური, ინოვაციური და საერთაშორისო სტანდარტების პროდუქტების დამკვიდრებას.   ასეთი ტიპის ფორუმები საშუალებას მისცემს სფეროს პროფესიონალებს განიხილონ ახალი პროდუქტები, გამოავლინონ საჭიროებები და დანერგონ თანამედროვე ტრენდები გამოცდილების ურთიერთ გაზიარების გზით.