მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვის ხელში იქნება ე.წ. გასაღები, არამედ რამდენად არსებობს დამოუკიდებელი დამცავი საშუალებები

მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვის ხელში იქნება ე.წ. გასაღები, არამედ რამდენად არსებობს დამოუკიდებელი დამცავი საშუალებები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვის ხელში იქნება ე.წ. გასაღები, არამედ რამდენად არსებობს დამოუკიდებელი დამცავი საშუალებები, რომ მისი გამოყენება მიზნობრივად მოხდეს.

როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამის გათვალისწინებით ყველა ქვეყანა თავად ირჩევს მისთვის სასარგებლო მოდელს.

"მოსმენების თემა მნიშვენლოვანია ყველა ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით დებატები და საჯარო დისკუსიები იმართება მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. რასაკვირველია, ეს თემა საქართველოშიც აქტუალურია, განსაკუთრებით ქვეყნის პოსტსაბჭოთა გამოცდილების გათვალისწინებით. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი მოდელი, რომელსაც თავად ის ქვეყანა გამოიმუშავებს და, რომელიც არის სასარგებლო მისთვის. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია არა ის, თუ სად არის წყარო, საიდანაც ხორციელდება დაკვირვება, არამედ რამდენად არსებობს დამოუკიდებელი დამცავი საშუალებები, რომლის მეშვეობითაც ხდება მონიტორინგი იმისა, რომ დაკვირვების საშუალებები გამოყენებული იყოს მიზნობრივად - იქნება ეს სისხლის სამართლის დანაშაულთან, თუ ეროვნული უშიშროების თემასთან დაკავშირებული საქმე. აშშ-ის შემთხვევაში ასეთი პრაქტიკა გვაქვს - დამოუკიდებელი მოსამართლე თავად იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემაზე, რომლის შედეგადაც უკვე ხორციელდება დაკვირვება", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ამერიკელი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ საქართველო გამოიმუშავებს იმ მოდელს, რომელიც მისთვის იქნება ყველაზე მიზანშეწონილი.