ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს მიმართავს

ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს მიმართავს

ჩემი მთავარი ყურადღება მიმართული იქნება რეგიონების განვითარებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის 32-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, გუშინ ახალ ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც საქართველო მიიღებს 30 მილიონი ევროს დახმარებას, რაც რეგიონების განვითარებას მოხმარდება.

"ჩემი მთავარი ყურადღება მიმართული იქნება რეგიონების განვითარებაზე. ჩვენ შევქმენით რეგიონების განვითარების სახელმწიფო კომისია და ძალიან მალე მოსახლეობას, ბიზნესმენებს, კერძო სექტორს, რეგიონების განვითარების კონცეფციას წარვუდგენთ. ეს იქნება კარგად გაწერილი თითოეულ სოფელზე, რეგიონზე, რაიონზე მორგებული გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ბიზნესმენებს, ვინაიდან სახელმწიფოს და მთავრობას სამწუხაროდ გაგვაჩნია შეზღუდული რესურსები, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროექტში ჩართულობა, ვინაიდან, ჩვენ გვაქვს დღეს უნიკალური შანსი - ბიზნესი არის თავისუფალი, მედია არის თავისუფალი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.