თვითაღიარებული ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, იგორ პლოტნიცკიმ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დუელში გამოიწვია. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის თაობაზე პლოტნიცკიმ ღია წერილი გამოაქვეყნა.
ღია წერილში, თვითაღიარებული ე.წ. რესპუბლიკის ლიდერი პეტრო პოროშენკოს უფლებას უტოვებს დუელისთვის ადგილი და იარაღი თვითონ შეარჩიოს.
პლოტნიცკი პოროშენკოს სთავაზობს ამ გზით გადაწყდეს გამარჯვებული და უკრაინის აღმოსავლეთში შეირაღებული კონფლიქტი დასრულდეს.
"ძველი სლავი მეთაურების და კაზაკი ატამანების მაგალითზე, ერთი-ერთზე შეხვდეთ ერთმანეთს. ვინც გაიმარჯვებს, ის უკარნახებს პირობებს დაპირისპირებულ მხარეს", - ნათქვამია პლოტნიცკის ღია წერილში.