ლარის კურსი იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, როგორსაც განსაზღვრავს ეკონომიკა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, წლის ბოლოს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ხედავს თუ არა პრობლემას, არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, რომ ამის პრობლემას ვერ ხედავს.
"ამის პრობლემას არ ვხედავ, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი და, შესაბამისად, კურსი იქნება ისეთი როგორიც უნდა იყოს, როგორსაც განსაზღვრავს ეკონომიკა", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.