ბრიუსელში პრემიერის ვიზიტით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

ბრიუსელში პრემიერის ვიზიტით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის სასიხარულოა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ბოლო ვიზიტით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ როგორც ქვეყნის ევროპული, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა პრემიერის ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

რაც შეეხება ბრიუსელში გაჟღერებულ ინფორმაციას, ნატოს საწვრთნელი ბაზის საქართველოში გახსნასთან დაკავშირებით, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის იმ პაკეტით გათვალისწინებული პროექტი, რომელიც საქართველომ უელსში მიიღო.

"ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია, რომ ამას ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ბუნებრივია, ჩვენ ამის სერიზულ მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.