"საქართველო ვიზალიბერალიზაციის მეორე ფაზას ევროკავშირის დაკვირვებით გააგრძელებს"

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ მეორე ფაზა გახსნა.

მისი თქმით, "ევროკავშირმა უნდა შეამოწმოს, როგორ ხორციელდება პრაქტიკაში საქართველოს მიერ შემოღებული რეფორმები, რაც ძალიან სასარგებლოა საქართველოს განვითარებისთვის".

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ვიზალიბერალიზაციის მეორე ფაზას ევროკავშირის დაკვირვებით გააგრძელებს.

ევროსაბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. ევროსაბჭო ადასტურებს, რომ სამოქმედო გეგმაში გაწერილი ყველა პირობა სწორად ხორციელდება და საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიმართულებით არსებულ საერთო მიზნებისადმი ერთგულებას ადასტურებს.