საქართველოში რაგბის განვითარებაზე ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით 100 მლნ ლარი დახარჯა

საქართველოში რაგბის განვითარებაზე ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით 100 მლნ ლარი დახარჯა

საქართველშო რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა. რაგბის საერთაშორისო საბჭო განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა "ქართუ" საქართველოში 23 სარაგბო ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, მათ შორის ააშენა საწვრთნელო ცენტრები და სტადიონები. 

IRB-ის ცნობით, ივანიშვილმა 2008 წლიდან მოყოლებული რაგბიზე დაახლოებით 100 მილიონი ლარი დახარჯა.

"რაგბი ახლა წამყვანი სპორტია საქართველოში "ქართუ ფონდის" დახმარებით", - აცხადებენ რაგბის საერთაშორისო საბჭოში.