სადარბაზოების რემონტისას დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სადარბაზოების რემონტისას დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს "მეტეხი 15"-ის, შპს "არაგვი XXI"-ის და შპს "თემქა 21"-ის დირექტორი ელგუჯა აფციაური დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძებით დადგენილია, რომ ელგუჯა აფციაური, აღნიშნული კომპანიებით მონაწილეობდა სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ფარგლებში ასრულებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოებს, გამგეობის და ამხანაგობების თანადაფინანსებით. 

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების წარმოებისას, ელგუჯა აფციაური შესრულებული სამუშაოს აქტებში მუშა-მოსამსახურე პერსონალზე გაცემული ხელფასის და გახარჯული მასალების გაზრდილი მონაცემების შეტანის გზით, მოტყუებით დაეუფლა ნაძალადევის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილ 135 973 ლარს.
საქმეზე საქართველოს სსკ - ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.