მოლდოვა 2015 წელს აპირებს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინოს

მოლდოვა 2015 წელს აპირებს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინოს

მოლდოვა 2015 წელს აპირებს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლაი ტიმოფტიმ განაცხადა. 

"წელს, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიცირების შედეგად, მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, პირველი ნაბიჯი გადადგა. 2015 წელს ვაპირებთ წარვადგინოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. კანდიდატი ქვეყნის სტატუსი პროცესის სტიმულირებას გამოიწვევს და ხელს შეუწყობს ქვეყნის მოდერნიზებას. გარდა ამისა, ეს მოლდოვას საშუალებას მისცემს, დიდად იყოს დაცული იმ მოვლენებისგან, რაც რეგიონში ხდება", - აღნიშნა ტიმოფტიმ.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს წლებში მოლდოვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიუახლოვდება.