ქედის რაიონში მოზარდი გოგონას გაუპატიურების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 138-ე მუხლით არის აღძრული, რაც 14 წლამდე ასაკის მოზარდზე სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას გულისხმობს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
სამინისტროში აცხადებენ, რომ დაზარალებულს ექსპერტიზა ჩაუტარდება.