ფედერიკა მოგერინი - ნებისმიერი სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე და მიუკერძოებელი

ფედერიკა მოგერინი - ნებისმიერი სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე და მიუკერძოებელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას რამდენიმე მიმართულებით აძლევს. 
როგორც მოგერინიმ გუშინ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი საქართველოს ულოცავს დემოკრატიულ განვითარებას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში. 

რაც შეეხება რეკომენდაციებს, მისი თქმით, თავიდან უნდა იყოს აცილებული პოლარიზაცია, ოპოზიციურ პარტიებთან უნდა იყოს დიალოგი. ევროკომისარმა საქართველოს მოუწოდა, გააგრძელოს რეფორმები სასამართლო სისტემის და კანონის გაუმჯობესების თვალსაზრისით. 

მოგერინის განცხადებით, ნებისმიერი სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და ის მკაცრად უნდა აკმაყოფილებდეს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
"ნებისმიერი ფორმა სისხლისსაამართლებრივი დევნის არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და პროკურორები უნდა აკმაყოფილებდნენ საპროცესო მოთხოვნებს, პოლიტიკოსებმა კი თავი უნდა შეიკავონ კომენტირებაზე მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმეებზე", - განაცხადა მოგერინიმ. 

მისივე თქმით, მისასალმებელია ეროვნული სტრატეგიის მიღება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. "ასევე მივესალმებით ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას. მოვუწოდებთ საქართველოს გააგრძელოს რეფორმები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით", - განაცხადა ფდერიკა მოგერინიმ.