ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნის დეტალები ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გახდება ცნობილი

ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნის დეტალები ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გახდება ცნობილი

საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული დეტალები ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხდა.

მისი თქმით, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი თებერვალში გაიმართება.

"რაც შეეხება საწვრთნელ ცენტრს, ის ჩამოყალიბდება. ჩვენი გეგმა გახლავთ, დავიწყოთ სხვადასხვა ელემენტების განხორციელება ამ პაკეტისა მინისტერიალზე, რომელიც შედგება მომავალი წლის თებერვალში და ჩვენ აგრეთვე შეგვეძლება დეტალურად ვისაუბროთ სხვადასხვა ელემენტებზე, ამ მინისტერიალზე, რომელიც ჩატარდება თებერვალში", - აღნიშნა ნატოს გენმდივანმა.

მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

"მივესალმები საქართველოს ძალზე მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც შეიტანა ნატოსთან ურთიერთობაში, კერძოდ, ავღანეთში "აისაფის" ოპერაციაში მონაწილეობის თვალსაზრისით. მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო მათ ერთგულებაში, იმ განცხადებაში, რომელიც გააკეთა პრემიერ მინისტრმა და ქართველმა ხალხმა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.