ის, რაც უკრაინაში ხდება, ეს არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაგრძელება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტი შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რუსეთის ქმედებებს შეეხებოდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ის, რომ მოსკოვსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულება ფორმდება, ყველაზე მეტად საქართველოს აწუხებს.
"ჩვენ გავაგრძელებთ კონტაქტს ჩვენს პარტნიორებთან და გაგახსენებთ ყველა თქვენგანს, ჩვენ ეს კონფლიქტი 2008 წელს გავიარეთ და ის, რაც უკრაინაში ხდება, არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაგრძელება. ჩვენ გამოცდილება უკვე გვაქვს, ჩვენ ვაგრძელებთ მოძრაობას წინ, სწორი მიმართულებით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.