ჩვენ ძალზედ მჭიდროდ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს საგარეო კურსს და ნატო-ს გაფართოების საკითხს ეხებოდა.
პრემიერის თქმით, გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მან გამოთქვა შეშფოთება ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. "ჩვენ ძალზედ მჭიდროდ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ნატო-სგან, ევროკავშირისგან და ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერა იქნება მომავალშიც", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.