ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, მინდია ჯანელიძესთან შეხვედრას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ჯანელიძეს აქვს მკაფიო წარმოდგენა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ.
"ახლახანს მქონდა ხანგრძლივი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯანელიძესთან. მას აქვს მკაფიო წარმოდგენა სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ, მთავარი ფოკუსით - დააჩქაროს ევროატლანტიკური ინტეგრაცია გაძლიერებული პაკეტის განხორციელებით. მას ესმის თავისი პოზიციის დეტალები და სტრატეგია. ასევე, მოხარული ვარ იმით, რომ მისმა წინამორბედმა, ირაკლი ალასანიამ მას კარგად გადააბარა საქმიანობა. მთლიანობაში, ჩემი აზრით, დასაწყისი დამაიმედებელია", - წერს აპატურაი.