ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სპეციალურად ახდენს მოსკოვის მცდელობების იგნორირებას, რომელიც უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციისკენაა მიმართული. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
"სამწუხაროა, რომ ნატო-ში განზრახ ცდილობენ არ შეიმჩნიონ რუსეთის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია უკრაინაში სტაბილიზაციისკენ, ასევე, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მიერ ფაქტობრივად ბლოკირებულია, დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობებისთვის", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე მიაჩნიათ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინელი სამხედროების მიერ მინსკის შეთანხმების დარღვევის ფაქტებს ვერ ამჩნევენ.