მოსალოდნელია, რომ შაბიამნის პარტიის შესყიდვაზე ძალიან სერიოზული მასალები იქნება, – ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პეტრიაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა. "კვირის პალიტრის" ცნობით, გამორიცხული არ არის, კიდევ ერთი სკანდალური საქმე აღმოჩნდეს სამხედრო უწყების მიერ საბურავების, აკუმულატორებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა.
"ეს არის გაგრძელება იმ ისტორიის, რაც დაწყო კაბელების საქმით, რომელსაც მოყვა ექიმების საქმე, შემდგომ იყოს ჩასაცმელის საქმე. ახლა საუბარია საბურავებზე, აკუმულატროებზე, ალბათ, მოსალოდნელია, რომ ასევე იქნება შაბიამანის პარტიის შესყიდვაზე ძალიან სერიოზული მასალები. ეს იმ ტიპის საქმეებია, რომელიც ყველა კითხვას სცემს პასუხს - არის ირაკლი ალასანიას, მისი პოლიტიკური საქმიანობის და გუნდის გააქტიურების წინააღმდეგ აგორებული ძალიან სერიოზული კამპანია", -განაცხადა პეტრიაშვილმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაშიც" გამოავლინა. ამის შესახებ
გაზეთი "კვირის პალიტრა" დღევანდელ ნომერში წერს. ამასთან, "კვირის პალიტრის" ცნობით, არ არის გამორიცხული, კიდევ ერთი სკანდალური საქმე აღმოჩნდეს სამხედრო უწყების მიერ საბურავების, აკუმულატორებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სავარაუდო დარღვევები თავდაცვის სამინისტროს შპს "საქართველოს კვების" კომპანიაში დააფიქსირა. დარღვევები იკვეთება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტ "დელტაშიც", თუმცა ანგარიშს გრიფით "საიდუმლო" ადევს. ასევე, არ არის გამორიცხული, სამხედრო უწყების მიერ საბურავების, აკუმულატორებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა კიდევ ერთი სკანდალური საქმე აღმოჩნდეს. ერთ-ერთი ასეთი შესყიდვა თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლის მარტში განახორციელა – სამხედრო მანქანებისთვის საბურავები შუამავალი სომხური კომპანიის მეშვეობით შეიძინა. საქმეში ჩახედული პირების ცნობით, კომპანია "არპანივი" საქართველოში თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ დარეგისტირდა და გაიმარჯვა კიდეც", - წერს გამოცემა.