„მინდა გაუწყოთ, რომ ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციამ, როგორიც არის TRACE International-ი, იგი აერთიანებს ასზე მეტ ტრანსნაციონალურ კომპანიას და ათასამდე საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები არიან ამ ასოციაციაში გაერთიანებულები, შეაფასეს მსოფლიოს მასშტაბით, კერძოდ კი 197 ქვეყანაში კორუფციის დონე, რისკები და შესაბამისად ჩვენი ქვეყანა არის ამ შეფასებიბით მოწინავე რიგებში. კერძოდ კორუფციის რისკები, მექრთამეობის რისკები არის დაბალი და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ვართ მე-11 ადგილზე. რაც შეეხება , კრიტერიუმებს რაც თქვენ იკითხეთ თუ რის საფუძველზე მოხდა შეფასება, ეს გახლავთ პირველი ის რომ მთავრობა შეფასდა როგორც გამჭვირვალე, ანუ ინდექსი შეფასებისა იყო მთავრობის გამჭვირვალეობა თავის საქმიანობაში, ასევე შეფასდა სამოქალაქო სექტორიდან ზედამხედველობის მექანიზმები თუ რამდენად ეფექტიანია, შეფასდა ასევე ანტიკორუფციული კანონმდებლობა და მისი აღსრულებლობის ხარისხი, ასე რომ ამ მნშვნელოვანი კრიტერიუმებით მოხდა განსაზღვრა იმისა, რომ საქართველო და ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, არის მოწინავეთა რიგებში სადაც ბიზნესგარემო, სადაც მთლიანად შეფასებები კორუფციის, პირველ რიგში ბიზნეს გარემო არის ძალიან ხელსაყრელი, ხოლო კორუფცია არის ძალიან დაბალ დონეზე, შესაბამისად რისკ ფაქტორები, იქნება ეს ინვესტორებისთვის, იქნება ეს ცალკეული უცხოელისთვის თუ ასევე პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის იმისათვის რომ ისინი ამ კორუფციული გარიგების მსხვერპლი გახდნენ, არის ეს ძალიან დაბალი.
ეს წელს პირველად გამოაქვეყნა ბიზნეს ასოციაციამ, მე როგორც მაქვს ინფორმაცია გეგმავენ ორ წელში ისევ ანალოგიური შეფასების გამოქვეყნებას, ასე რომ წელს პირველად მოხდა ეს შეფასება“.